ოლიგარქს აღიზიანებს ჰელიუმის ბუშტი, ხვალ ასეულობით ასეთი ბუშტი გამოჩნდება - პასუხი ოლიგარქს ბათუმიდან

გამოქვეყნდა:

აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ბათუმში ეერთი თვის წინ დაწყებული საპროტესტო აქცია გაგრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს

სასაცილოა უკვე, რომ ხელისუფლება დასდევს ჰელიუმის ბუშტებს და იმ ახალგაზრდებს, ვინც ამ ბუშტებს უშვებს, 18-19 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც აჯარიმებენ 500-500 ლარით, მართალია, დღეს გადაიდო ერთი სასამართლო, მაგრამ გუშინ დაკავებულები სწორედ ამ თანხით დააჯარიმეს. დაახლოებით ერთი თვეა, ეს აქცია მიმდინარეობს და აჭარაში მოქმედი ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დგას ამ აქციაზე, სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ კონსტიტუციური გზით ვაიძულოთ ხელისუფლება, დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები.

ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ არცერთხელ არ მიგვიცია დარბევის საბაბი ხელისუფლებისთვის, თუმცა, ფაქტია, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიცია უმოწყალოდ სცემს ამ ახალგაზრდებს, ვინც აქ დგანან და ეს განპირობებულია იმით, რომ ბოლო დღეებში აქ გამოსულმა ერთმა საჯარო მოხელემ მოუწოდა კოლეგებს, რომ დადგნენ ხალხის გვერდით, აქციას შეუერთდნენ ტაქსისტები, უამრავი ადამიანი გამოვიდა და გამოვა ხვალაც და ზეგაც. თუ ივანიშვილს აღიზიანებს ჰელიუმის ბუშტები, ხვალ აქციაზე ასეულობით ასეთი ბუშტი გამოჩნდება - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი, უზენაესი საბჭოს წევრი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რიჟვაძეს ბუშტო-ფობია აქვს, რადგან კობა ხაბაზის თქმით, დაკავებები  სწორედ, ბუშტების გაშვებას მოჰყვა, წარწერებით – "რიჟვაძე არის ჩმორი" მისი ინოფრმაციითჯერ–ჯერობით სამი ადამიანია დაკავებული, ახალგაზრდული მოძრაობა ტალღას დამფუძნებელი ლაშა კომახიძე, ასევე გიგა და ირაკლი თევდორაძეები. 

აქციის პარალელურად თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სხდომას მართავდა, რომელიც საყვირების ხმის ფონზე გაიმართა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლთან მიმდინარე პროტესტს სამარცხვინო, იქ შეკრებილ მოქალაქეებს კი ოცკაციანი ბანდა უწოდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი