საქართველოში კრიმინალმა იმატა. გუშინ საღამოს კლდიაშვილის ქუჩაზე ცეცხლასროლი იარაღით 16 წლის მოზარდი დაჭრეს, რისთვისაც პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი უკვე დააკავა. გარდა ამისა, , ნაცემია ახალგაზრდა მამაკაცი.
ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილთან მცხოვრები მეზობლები ამბობენ, რომ სროლის ხმა ორჯერ გაიგეს, რასაც წინ უსწრებდა შელაპარაკება.
მოსახლეობა ამბობს, რომ კრიმინალის ზრდის ფონზე თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კლდიაშვილზე მომხდარი დაჭრის გამო, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ბანკებთან და მიკროსაფინანსოებთან მომატებული კრიმინალის გამო, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად პატრული ჩააყენა.