
"ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია, Facebook-ზე წერს, რომ "ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად" დღეს, 17:00 საათზე პარლამეტთან ბუშტებს გაუშვებენ.
"ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ გავუშვებთ ბუშტებს. ერთ-ერთ ბუშტს ექნება დიდი პატივი ერქვას მონა რიჟვაძე. 17.00 პარლამენტთან დაიცავი ბუშტი" - წერია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში ხმაური და დაპირისპირება არ წყდება. მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, შეხვედრას ითხოვს, რომელიც 1 თვეა საზოგადოებაში არ ჩნდება. აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ ბუშტებიც გაუშვეს, რასაც რამდენიმე პირის დაკავებაც მოჰყვა - დაკავებულთა შორის დღეს ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატიც მოხვდა.