ივანიშვილმა თავის გვირაბი კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა 

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარიას მიერ, გვიან ღამით გაკეთებული წარწერა, წაშლილია. სავარაუდოდ თბილისის მერიის თანამშრომლებმა ივანიშვილის სახლთან, გვირაბში  გაკეთებული სტენსილი ფერადი საღებავით ღამითვე გადაღებეს. 

ხოშტარიამ ამ გზით სოლიდარობა გამოუცხადა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც ამავე გვირაბში გაკეთებული წარწერების გამო ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს. 

„ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი!“ - ივანიშვილის რეზიდენციასთან გვირაბში გაკეთებული ეს წარწერა გახდა სამოქალაქო აქტივისტების დაჯარიმების მოტივი. მუნიციპალურ ინსპექციაში კი მიზეზად გვირაბის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება დაასახელეს.

თბილისის მერიც ამბობს, რომ გვირაბი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს.

კოჯრის გზაზე მდებარე გვირაბი რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ვერ იქნება, ამაზე  „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ცირა ელისაშვილი საუბრობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა ვაჩეიშვილისთვის გაუგებარია, რატომ აქვს სწრაფი რეაგირება ხელისუფლებას გვირაბზე გაკეთებულ წარწერაზე, მაშინ როდესაც კულტურული მემკვიდრეობის რეალური ძეგლები უყურადღებოდაა, მაგალითად გელათი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია - ლურჯი ტენტი და თუნუქი ვერ იცავს ტაძარს, რის გამოც უნიკალური ფრესკები და კედლები ყოველდღიურად ნადგურდება.   

ივანიშვილის მიერ კულტურულ ძეგლად გამოცხადებულ გვირაბში გაკეთებული წარწერის გამო დაჯარიმებული სამოქალაქო აქტივისტები გასაჩივრებას გეგმავენ და ამბობენ, რომ ვერც  ჯარიმა შეაშინებთ და ვერც დაკავება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი