პოლიცია ფიცრების წინააღმდეგ - პარლამენტთან კარვების აქცია გრძელდება 

გამოქვეყნდა:

თბილისში, პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გრძელდება. რამდენიმე საათის წინ ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვებში ხის ფიცრების შეტანის საშუალება არ მისცეს.

აქტივისტებს საკანონდებლო ორგანოსთან უკვე რამდენიმე დღეა კარვები აქვთ გაშლილი და ამ ფორმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ფიცრები კი მათ  ღამის გასათევად სჭირდებოდათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ე.წ. ხის პალეტის შეტანას იმ მიზეზით უკრძალავს, რომ მას ცეცხლი ეკიდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი