COVID-19-ის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული სიღატაკის ფონზე პარლამენტმა მუზეუმის მოსაწყობად საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო ფარები და ავეჯი შეიძინა. ხალხის ფულით გამდიდრებულმა ხელისუფლებამ, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარების ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოს კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 98 881 ლარი დახარჯა.
"მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ათასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი. როდესაც 19 წლის ადამიანი ჩამოქცეული ჯანდაცვის მიზეზით გარდაიცვალა. საქართველოს პარლამენტის აპარატმა მოიცალა იმისათვის, რომ 98 ათას ლარად შეეძინა სხვადასხვა სახის ავეჯი თუ ნივთები, მათ შორის არის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო ფარი. ფაქტობრივად ეკონომიკა არის ჩამოშლილი, ადამიანები იმყოფებიან შიმშილის ზღვარზე და საქართველოს აპარატის წევრები, რატომღაც ფიქრობენ იმაზე, როგორ შეიძინონ საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო ფარი," - ამბობს "ენმ"-ის წევრი, გიორგი კაპანაძე
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.