
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ პარლამენტისთვის წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის განხილვაში მნიშნველოვანია ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს მონაწილეობა.
"ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა და რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში ახალ წლამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა, მწვავე დისკუსიების, ამ ბიუჯეტის ირგვლივ," - ამბობს გიორგი გახარია
აქვე გეტყვით, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდება, რომელიც ისევ უცნობია როდის ჩაინიშნება.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: