ბუშტი კრიმინალი არ არის - ეს არის მთავარი გზავნილი დღეს, 3 დეკემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსებისთვის. ადგილზე ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცავები მათ დროებით კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთების და ბუშტების დამაგრების საშუალებას არ აძლევდნენ.
აქცია ბათუმში განვიათარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც მთავრობის სახლთან პოლიციამ აქტივისტებს ბუშტები გაუხეთქა და მათი გაშვების გამო დააკავა.
"მეტი ბუშტი საქართველოს მასშტაბიტ. ბათუმში დაარბიეთ ჩვენი ბიჭები, აქ მიიღებთ ბუშტებს, ყველა ქალაქში იქნება პროტესტი და ძალიან მალე დამთავრდებით, ბატონო ბიძინა, ამ ბუშტებით დამთავრდებიტ", - თქვა ენმს-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს, უკვე მეოთხე დღეა რაც პარლამენტთან პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე კარვებში გაათენა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან აღმართულ დროებით კონსტრუქციას საბჭოთა სიმბოლიკა მიაწერეს და აქციის დასასრულს ბუშტები გაუშვეს.