კორონაპანდემიის გამო NBA-ის 2020-2021 წლის სეზონის გახსნა, შესაძლოა, გადაიდოს. ტურნირის მონაწილე გუნდების მოთამაშეებმა COVID-19-ის ტესტი ჩააბარეს, NBA-ის ოფიციალური საიტის ცნობით, კორონავირუსის ტესტი 564-მა კალათბურთელმა გაიკეთა და მათგან 48-ს ვირუსი დაუდასტურდა.
ლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გუნდები შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებენ, გამონაკლისი მხოლოდ ტორონტო რეფტორისთვის დაიშვა. ჯგუფურ ვარჯიშებს კლუბები მომავალი კვირიდან გააგრძელებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებთულთა ზრდის გამო უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ჰოკეისა და ბეისბოლის ეროვნული ლიგების შეჩერების შესახებ.
ოფიციალურად NBA-ის რეგულარული სეზონის სტარტი 21 დეკემბერს არის ჩანიშნული.
აქვე, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა. მათგან გამოჯანმრთელდა 44 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.