საქართველოში მიმდინარე პროცესები, პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

დავით ზალკალიანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ისაუბრა და თქვა, რომ გუშინდელი შეხვედრა და დოკუმენტი, სადაც საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები "კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო მუდმივად არის NATO-ელი პარტნიორებისთვის დღის წესრიგში, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი". 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გუშინდელი შეხვედრა მან გამოიყენა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, პარტნიორებისთვის გაეცნო ის ვითარება, რაც რეგიონში და ქვეყანაშია. მინისტრისვე თქმით, შეხვედრა საქართველოსადმი ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას გამოხატვს.

ადგილობრივ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით კი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ პარტნიორების პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავლის გზა. 

"ყველა ერთხმად აღნიშნავს, და ეს აშკარაა, ჩვენი სტრატეგიული და ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც, ნახეთ განცხადებებიც, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენ ოპონენტებს, ოპოზიციონერებს, რომ ბოიკოტი არ არის გზა, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს მსჯელობა ქვეყნისთვის ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ეს მოწოდებები ჩვენ გუშნაც მოვისმინეთ" - ამბობს მინისტრი. 

საგარეო საქმეთა მინისტრი აქვე დარწმუნებულია, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, ამ მოწოდებებს გაითვალისწინებს, "როგორც არასდროს ისე გვჭირდება ახლა ერთიანი კონსოლიდაცია". 

აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ბოიკოტს აგრძელებს, საკანონმდებლო ორგანოში პირველი სხდომა კი, უახლოვეს დღეებში უნდა ჩაინიშნოს. ბათუმში მიმდიანრე აქცია კი, რომელიც არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ემსახურება, ზუსტად 1 თვეა გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი