ოპოზიცია სტრატეგიაზე, ცესკო - საბოლოო შედეგებზე, პარლამენტი კი პირველი სხდომის თარიღზე მსჯელობენ

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ოფისში ამ დრომდე ოპოზიციუირი პარტიები არიან შეკრებილი და ერთობლივ სტრატეგიაზე მსჯელობენ. თითქმის სამი საათია, შეხვედრა გრძელდება. 

ოპოზიცია არის როგორც არასდროს, ერთიანი, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ამ კრიზისს სჭირდება განმუხტვა და განმუხტვის გზა არის ხელახალი არჩევნები. ამასთან არის პირობები, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები - ეს არის ერთიანი, შეჯერებული პოზიცია - ამბობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. 

ბუნებრივია, კამათი გვქონდა, სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვანაირი აზრი გვქონდა, მთავარია, რომ პოზიციები შევაჯერეთ, გვაქვს ერთიანი პოზიცია და მზად ვართ შევხვდეთ მოდერატორებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებს, მესამე რაუნდში, - განაცხადა მედიასთან ალეკო ელისაშვილმა. 

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ 17:00, როცა ცესკო არჩევნების საბოლოო, შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, ოპოზიციის ლიდერებიდან ამ სხდომას არავინ დაესწრება. ცესკოს ოქმის გამოქვეყნებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ პარლამენტის სხდომის თარიღი გახდება ცნობილი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი