მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა.
"წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი.
თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია.
"ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი.
გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს.