ცესკო-შო სხდომა დაიწყო, სადაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს საბოლოოდ შეაჯამებენ და შემაჯამებელ ოქმს დაამტკიცებენ.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. იქამდე კი, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დავით გურგენიძემ დარბაზში წარწერა - "არჩევნები გაყალბებულია" გააკრა, რომელიც მალევე ჩამოხსნეს.
სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შენობის გარეთ, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და გაყალბებული არჩევნების შედეგებს აქცია-პერფორმანსით აპროტესტებენ.