"დიდება პარტიას" - ცესკო-სთან "შემაჯამებელი ოქმი" დაწვეს

გამოქვეყნდა:

ცესკო-ს სხდომის პარალელურად, აქცია პერფორმანსი მიმდინარეობს ცესკო-ს შენობის გარეთ, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა "შემაჯამებელი ოქმი" დაწვეს.

აქციის მონაწილეებმა საბჭოთა სიმღერების ფონზე კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის შედეგები, რომელიც ცესკო-მ და თამარ ჟვანიამ დაწერეს.

თამარ ჟვანიას უწყებამ კი შემაჯამებელი ოქმი უკვე გამოსცა და ამით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი უკვე დაამტკიცა.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ჟვანიამ და ცესკო-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ დღეს გაყალბებული არჩევნები დააკანონა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი