"არჩევნები2020-ის" შეჯამება დემარშის ფონზე - "ოცნება" ცესკოშიც მარტო რჩება

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დემარშის ფონზე ცესკომ 17:00 საათზე ჩანიშნული სხდომა დაიწყო, სადაც არჩევნები2020-ის საბოლოო, შემაჯამებელი შედეგები გამოცხადდა.

ცესკოს საბოლოო ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას" სულ 90 მანდატი აქვს მიღებული, პროპორციული და მაჟორიტარული სიით. დღევანდელი სხდომა ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსის წევრებმა, ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. 

თამარ ჟვანიას განცხადებით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა გადაითვალა ხმები და არცერთი გადაწერილი ოქმი არ არსებობს. თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ ადმინისტრატორს იმის გამო, რომ ისინი, პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, დარჩნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებად და ეს არის იმის ნიშანი, რომ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებლად უნდა დარჩეს.  

ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ კი "ქართული ოცნება", რომელიც, ასევე ბოიკოტის ფონზე, ერთპარტიულადაა წარმოდგენილი პარლამენტში, პირველ სხდომას დაესწრება, რომელსაც პრეზიდენტი, სავარაუდოდ, იმ კვირას დანიშნავს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პირველ პირს ცესკო მიმართავს. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ გაყალბებულ არჩევნებს, მეათე მოწვევის პარლამენტის მანდატების მიღევბას არ აპირებენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი