ცესკო-ს შენობასთან ვითარება დაიძაბა. იქ, სადაც სამოქალქო აქტივისტები აქციას მართავენ და ჟვანიას გაყალბებული არჩევნების დაკანონებას აპროტესტებენ, პოლიცია გამოჩნდა.
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილზე კარტოფილი მიიტანეს, როგორც გაყალბებული არჩევნების სიმბოლო და მისი ცეკოს- ს კანცელარიაში დატოვება სურდათ, თუმცა პოლიციის გაძლიერებულმა კორდონმა ახალგაზრდებს რკინის ღობის გადალახვის საშუალება არ მისცა.