"მთავარი არხის" ინფორმაციით, კორონავირუსით თბილისში 17 წლის გოგო გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ თბილისში 17 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცვალა. ოჯახმა მისი კლინიკამდე მიყვანა ვერ მოახერხა.

გარდაცვლილი გოგონა მეთორმეტე კლასში იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, 31 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ექიმის, ჯუმბერ უნგიაძის, ინფორმაციით ახალგაზრდა ქალს 25 ნოემბერს ბათუმის სამშობიაროში საკეისრო გაუკეთეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და "მედინაში" 27 ნოემბერს გააიყვანეს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი