ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ უწყებამ საქართველოში, ბოლო 24 საათში, COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოავლინა.

"სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა", - ნათქვამია შსს-ს  განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, 111 მოქალაქე დაჯარიმდა - ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის. ხოლო, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი, 930 პირი დააჯარიმეს. 

"პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი