ვადასტურებ, გუშინ თბილისში 17 წლის გოგო კორონავირუსით არ გარდაცვლილა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ, 3 დეკემბერს თბილისში 17 წლის გოგო კორონავირუსით არ გარდაცვლილა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია.

"დავადასტურებ, რომ ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსილ ინფექციას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეაგირება იყო მყისიერი, საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი, როდესაც ბრიგადა ბინაზე მივიდა. კონკრეტულად რამ გამოიწვია ამას შესაბამისი პროცედურა აქვს და ესეც დადგინდება", - თქვა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდუად მაღალი - 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი