ზურაბ ჯაფარიძეს კომენატარი ჯერ არ გაუკეთებია

გამოქვეყნდა:

"გირჩის" ლიდერების თქმით, პარტიაში განხეთქილება პოლიტიკურ პროცესებზე განხეთქილებას არ გამოუწვევია და ამ საკითხზე პოზიცია იდენტური იყო. 

"გუშინდელ დღემდე ზურას ჩემს, იაგოს და სანდროს შორის გარე ფრონტზე, ანუ პარლამენტში შევდვართ არ შევდივართ, ოპოზიციაში რას ვშვებით მისხალი განსხვავება არ ყოფილა. ერთად ვიყავით შეხვედრაზეც "ლელოს ოფისში" ოპოზიციის შეხვედრაზე. ჩემთვის ეს იყო ძალიან მოულოდნელი, დღევენდელი, ზურას პოსტი ", - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

პარტიაში განხეთქილებაზე სხვა ოპოზიციონერი ლიდერები ამბობს, რომ ეს ზოგად პოლიტიკურ მდგომარეობაზეც მოახდენს გავლენას, თუმცა, "გირჩი" ოპოზიცური პარტიების მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად რჩება. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა.  ამ განცხადებიდან მალევე, ტორესა მოსიმ, "გირჩი" დატოვა და ის პოლიტიკურ საქმიანობას აღარ აგრძელებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი