
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს, 4 დეკემბერს გამართულ პოლიტიკურ საბჭოს სხდომას ეხმაურება და წერს, რომ პარტია შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად.
"მინდა ვთქვა სიამაყით, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად - ისე ძლიერად როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად", - წერს სააკაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 4 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა მელია ამბობს, რომ კიდევ ერთხელ, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევლენ, სანამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება. მელიას თქმით, "ოცნების" ოცნებაა გაყალბებული არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის", თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავდეს პარლამენტში შესვლას.
დღესვე ელჩებს ოპოზიციის ყველა ლიდერი ერთად შეხვდება და დიპლომატებს ძველ მოთხოვნებთან ერთად განახლებულ პოზიციებსაც გააცნობენ.