"ოცნების" ოცნებაა, რომ "ენმ"-ის ერთი წევრი მაინც განიხილავდეს პარლამენტში შესვლას - მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების პოლიტსაბჭოს შეხვედრა დასრულდა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ კიდევ ერთხელ, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევლენ, სანამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება. მელიას თქმით, "ოცნების" ოცნებაა გაყალბებული არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის", თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავდეს პარლამენტში შესვლას.

"გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის", თუნდაც 1 წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას არის უბრალოდ, "ქართული ოცნების" ოცნება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. სტატუსკვო შეიცვლება მხოლოდ ორი გზით ან "ქართული ოცნება" რეალურად წამოვა კომპრომისზე, ან "ქართული ოცნება" ყველა გათვლებით, და აუცილებლად მოხდება ეს, დაკარგავს ძალაუფლებას", - ამბობს ნიკა მეოლია 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პარტია არის ერთიანი იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან წარდგებიან.

"შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოპალარაკების იმ პირობებს, რომელიც შეათანხმა ოპოზიციამ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიიდან იყოს ერთიანი პოზიცია ამ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც დღეს წარდგება ოპოზიცია ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში. რა არის ეს პირობები ამას გაგაცნობენ პოლიტიკური პარტიები ელჩებთან შეხვედრის შემდეგ და ჩვენი სურვილია, რომ საჯაროდ დაიწყოს დისკუსია ამ პირობებზე. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვქმნით სივრცეს შეთანხმებისთვის, ბურთი იქნება „ქართული ოცნების“ მოედანზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო გახდეს ჩვენი წინადადებები იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად დღეს, ვის სურს დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა და ვის სურს, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება", - თქვა სალომე სამადაშვილმა

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარტიის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ განიხილავს და მეათე მოწვევის პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. 

დღეს, 4 ნოემბერს, ელჩებს ოპოზიციის ყველა ლიდერი ერთად შეხვდება და დიპლომატებს ძველ მოთხოვნებთან ერთად განახლებულ პოზიციებსაც გააცნობენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის მესამე რაუნდისთვის. 

აქვე გეტყვით, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი