ამ წუთებში ოპოზიცია ფასილიტატორებთან კიდევ ერთ შეხვედრას მართავს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იკრიბებია. შეხვედრა 4 საათზე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ დღეს ოპოზიციამ დიპლომატებს ახალი წინადადება უნდა გააცნოს. 

"ჩვენ მოვედით შეჯერებული პოზიციიით, რასაც შევთავაზებთ, რამდენიმე პუნქტია და შემდეგ ალბათ ელჩები გააცნობენ ამას ქართულ ოცნებას ჩვენ შეჯერებულ პოზიციას და შემდეგ იქნება მესამე რაუნდი. ვერ გეტყვით რა პუნქტებია", - თქვა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. 

რა შედეგით დასრულდება ოპოზიციის შეხვედრა, ამას რამდენიმე საათში გავიგებთ. არსებული ინფორმციით, მოლაპარაკებებს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ესწრებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი