
"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი სერგი კაპანაძე "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ახალ არჩევნებზე შეთანხმება პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს და თუ არ იქნება შეთანხმება ამ საკითხზე, დანარჩენზე საუბარი ხელისუფლებასთან აზრს კარგავს.
ყველაფერი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე, უნდათ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა? ახალი არჩევნები განმუხტავს ამ კრიზისს, თუ არ იქნება შეთანხმება ახალ არჩევნებზე, დანარჩენზე საუბარს აზრი არა აქვს, - ამბობს სერგი კაპანაძე.
სერგი კაპანაძე შეეხო ასევე ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ხმებს და განაცხადა, რომ პლებისციტი იქნება თუ არჩევნები, ყველაფერი "ახალი წესით" უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნები მათი მხრიდან არ განიხილება.