რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები ჩვენი მხრიდან არც განიხილება – მამუკა მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და ოპოზიცია პარლამენტში შევა. 

მდინარაძის თქმითვე, "ქართული ოცნება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ განიხილვს და ამით "ოცნების" ამომრჩევლის ნებას იცავს.

"შეუძლებელია "ქართულმა ოცნებამ" უღალატოს თავის ამომრჩეველის ნებას ამიტომ, რა თქმა უნდა წითელი ხაზია, რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვს ჩვენ ოპონენტებს. ერთპარტიული, მე ვფიქრობ რომ არ იქნება მეათე მოწვევის პარლამენტი, ვფიქრობ გაიმარჯვებს ოპოზიციაშიც საღი აზრი, ისინი პარლამენტშიც შემოვლენ, გარკვეული შეთანხმებაც შედგება , ჩვენი და ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება საერთო კომპრომისული და ისეთი, რომელიც არა კონკრეტულად რომელიმე პარტიის უპირატესად, არამედ ქვეყნის, სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება." – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ მეათე მოწვევის პირველი სხდომის თარიღი, რომელიც შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან 10 დღის მანძილზე უნდა ჩაინიშნოს, საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, აპროტესტებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

გუშინ, ცესკომ საბოლოო სხდომა გამართა და თამარ ჟვანიამ არჩევნების შედეგები, ხმაურის ფონზე, საზოგადოების პროტესტისა და აქციების მიუხედავად, შეაჯამა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი