ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი და აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია, ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ ფასილიტატორებს კონკრეტული, წერილობითი მოთხოვნები გადასცეს და ასეთსავე პასუხს ელოდებიან "ქართული ოცნებისგანაც".
ჩვენს პოზიციაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები ახალ არჩევნებთან, ასევე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უცვლელია და ძალაში რჩება. როცა ჩვენ მივიღებთ პასუხს "ქართული ოცნებისგან", ამის შემდეგ შემეძლება უფრო კონკრეტულად გითხრათ, რაც შეეხება მესამე რაუნდს, შედგება მას შემდეგ, რაც მოხდება პოზიციების ურთიერთგაცვლა. დღეს რა მოთხოვნებიც გადავეცით ფასილიტატორებს, შეთანხმებულია პოლიტსაბჭოს სხდომაზე, - თქვა მედიასთან კობა ნაყოფიამ, რომელიც ელჩებთან შეხვედრას ესწრებოდა.
შეგახსენებთ, ელჩებთან ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დაახლოებით ორი საათია, გრძელდება. ოპოზიციის პოზიცია უცვლელია: ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ და პარლამენტის მანდატებზე უარს აცხადებენ.