"მოწევას თავი დაანებეთო" - ზურა ჯაფარიძის 4 პირობა

გამოქვეყნდა:

"გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მათ 2 დღის წინ პირობები წაუყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო მოწევისთვის თავის დანებება:

"მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც "პლანს", არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ადამიანებს ნორმალურად ელაპარაკეთო. ასევე, იყო ცენზურაზე დაქვემდებარება. ანუ, ვიღაცას შევუთანხმო, რაღაც საკითხზე ვილაპარაკო და რაღაცაზე არა. სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა" - თქვა მეგრელიშვილმა პალიტრას ეთერში.

"გირჩი" იყოფა - ჯაფარიძე ხვიჩიასთან, მეგრელიშვილთან და რაქვიაშვილთან ყოფნას აღარ აპირებს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი