სახელმწიფოებრივი გეგმა წარვუდგინეთ, ველოდებით ხელისუფლების პასუხს - ოპოზიცია მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

ფასილიტატორ ელჩებთან გუშინ, 4 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლების ნაბიჯს ელოდება. ელჩებმა 2 დღე ითხოვეს იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის გეგმები წარუდგინოს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ყველა მოთხოვნა წერილობით დოკუმენტში ასახეს, თუმცა ამაზე საჯაროდ ჯერ ვერ საუბრობენ. 

"ჩამოვყალიბდით ერთიან პოზიციაზე, ეს პოზიციები პუნქტობრივად ჩამოვაყალიბეთ, ეს მოთხოვნები ფუნდამნტური მოთხოვნებისგან, რაც პირველივე დღიდან გვქონდა არ განსხვავდება. წერილობით გადავეცით ფასილიტატორ ელჩებს", - ამბობს ენმ-ს აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია.

მისი თქმით, პარტია პარლამენტში არ შევა, თუ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება. 

"ოპოზიცია არის ერთიანი იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ვხედავთ ქართული ოცნებსი პროპაგანდას თითქოს ოპზოიციაში განსხვავებებია და სხვადასხვა პოზიციებზე ვდგავართ, არა, ჩვენ ყველა ვიყავით ერთიანი, გამოვხატავიდთ ერთს და შეთანხმებულ აზრს. სახელმწიფოებრივი და ძალიან კარგი გეგმა მივიტანეთ იქ და ახლა უკვე ველოდებით ოფიციალურ პასუხს ხელისუფლებისგან", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. 

როდის შედეგბა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ უცნობია. ოპოზიციის ლიდერები კი დღეს, 5 დეკემბერს "ლელოს" ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი