ჭიდაობის ფედერაცია დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს - კანდიდატი მხოლოდ გეგა გეგეშიძეა

გამოქვეყნდა:

ჭიდაობის ფედერაცია დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს, თუმცა კენჭს მხოლოდ ერთი ადამიანი - გეგა გეგეშიძე - იყრის, რადგან სხვა კანდიდატებს ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.

ფედერაციის წევრები გეგეშიძეს ბანდიტსა და პოლიტიკურ ხულიგანს უწოდებენ და ამბობენ, რომ მისი სახელი "კორცხელის ინციდენტში" ფიგურირებს. 

"დღეს ისევ ხდება "ჭიდაობის ფედერაციის" ოკუპანტი პოლიტიკური ხულიგნის მიერ ოკუპაცია ყოველგვარი კანონის დარღვევით. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის გეგეშიძე, გეგეშიძე არის პოლიტიკური ხულიგანი, ბერბიჭაშილი მსგავსი, არის სახელმწიფო ფულის მფლანგველი, მოძალადე, დასაჭერია გეგეშიძე თავისი ბანდით. კორცხელში მონაწილე ბანდიტი", - ამბობს თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, გოჩა ჩორგოლიანი.

ადამინისტრაცია საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი