რა შეუთვალეს ოპოზიციის ლიდერებმა "ოცნებას" და რას უპასუხებს "ოცნება" მათ - წამზომი ჩართულია

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ფორმატით შეკრებილმა ოპოზიციუირი პარტიების ლიდერებმა დღეს იმ ერთობლივ წერილზე იმსჯელეს, რაც დიპლომატების მეშვეობით მმართველ პარტიას გაუგზავნეს. ოპოზიცია "ოცნებისგან" ასეთივე ქარგუმენტირებულ, წერილობით პასუხს ელოდება. 

ოპოზიციის ლიდერები დღეს ლეიბორისტების ოფისში, სამი საათის განმავლობაში განიხილავდნენ წერილსა და სამომავლო გეგმას. ახლა სწორედ ბიძინა ივანიშვილ;ზე და მის გუნდზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა მესამე რაუნდი ფასილიტატორების მონაწილეობით.

ერთადერთი საკითხი, რაც ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, პლებისციტია, თუმცა, ისინი ხაზს უსვამენ, რომ პლებისციტი ვერ იქნება ახალი არჩევნების ალტერნატივა. 

ამ წამისათვის ოპოზიცია ერთიანია: პარლამენტში არშესვლა, ბიძინა ივანიშვილის ამ ფარსში მონაწილეობაზე უარი და ნებისმიერ რამეზე საუბარი, რაც მიგვაახლოვებს ახალ არჩევნებთან, - ამბობს შეხვედრის მასპინძელი, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

პლებისციტი ვერ იქნება ახალი არჩევნების ჩამნაცვლებელი, ამას მინდა ხაზი გავუსვა. პლებისციტი არის საშუალება მსგავსი კრიზისის დროს, ვკითხოთ ხალხს აზრი, - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა

პლებისციტის კატეგორიული წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, მას განვიხილავ, როგორც გზას არჩევნების მოსაპოვებლად, თუ სხვა გზა არ დარჩება, - ამბობს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილია, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ფუნდამენტური ცვლილება არ არის: ისინი ისევ აზხალ არჩევნებს, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი