ჯერ კიდევ უცნობია, ვინ დაესწრება ერთპარტიული პარლამენტის გახსნას საქართველოს საპატრიარქოდან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, საქართველოს საპატრიარქო კი, მილოცვას არ ჩქარობს. 

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს და ჯერ ისევ უცნობია, ვინ დაესწრება ერთპარტიული პარლამენტის გახსნას საქართველოს საპატრიარქოდან.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, კარანტინშია და ის, სავარაუდოდ, პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაესწრება.

"ახლა, ამ წუთას, პატრიარქი არის ძალიან მძიმე კარანტინში. პრაქტიკულად, მისი ნახვა, მღვდელთმთავრებსაც კი, ძალიან სერიოზული ტესტირების შემდეგ... მოკლედ, ვუფრთხილდებით მის ჯანმრთელობას. ამიტომ, პატრიარქი ვერ შეძლებს, რომც მოინდომოს", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, 23 ნოემბერს თქვა, რომ სასულიერო პირებს "ოცნებისთვის" გამარჯვება ჯერ არ მიულოცავთ, რადგან ისინი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებას ელოდებიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი