"არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით", "საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ"- ამ წარწერებით, თელავის თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს დილიდან კარავი გაშალეს
გაერთიანებული ოპოზიციის ორი მხარდამჭერი დედაქალაქიდან ჩამოვიდა. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მოქალაქეებს ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეევბმა აქტივობა ჯერ კიდევ გუშინ საღამოს დაიწყეს, თუმცა, კომენდანტის საათის გამო, სამართალდამცავებმა აქციის გაგრძელების უფლება არ მისცეს. მიზეზად კი პანდემიასთან დაკავშირებით თეატრის წინ დეზინფექციის ჩატარება დაასახელეს.
აქტივისტებს ამ დროისთვის "ლეიბორისტული პარტიის" კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ვარდოშვილი შეუერთდა.
ავტორი: ია გულიაშვილი