გავაგრძელებთ, სანამ არ მივაღწევთ მთავარს, სამართლიან არჩევნებს - უწყვეტი აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

ბათუმის ცენტრში დღეს სამ საათზე საინფორმაციო აქცია გაიმართება, სადაც ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 

"დღეს 15 საათზე ვეპატიჟებით ყველას, კოვიდ წესები იქენბა სრულად დაცული. მოხდება თერმოსკრინინგი, დისტანციით აქციაზე დგომა, შესაბამისი სტიკერები იქნება დაკრული ვისაც არ ექნება პირბადე აქციის ორგანიზატორები მას პირბადეს დაურიგებენ. რაც შეეხება შინაარსობრივ ცვლილებას არ იგეგმება, 24 საათიანი საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ მთავარს ამ ქვეყანაში სამართლიანობას და სამართლიან არჩევნებს", - ამბობს გიორგი კირთაძე, "ენმ"-ს ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ 1 თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის დროსაც ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მხარდამჭერებთან და სამოქალაქო ატივისტებთან ერთად. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი