
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები რთული იქნება, თუმცა აუცილებელია.
მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარემ შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას:
ვფიქრობ მოლაპარაკება რთული იქნება. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ჯადოსნურ საერთო პოზიციამდე მისვლას, როგორც მას ხშირად ვეძახი, ყველა მხარისგან დიდი პასუხისმგებლობა და ლიდერობის გამოჩენა სჭირდება. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოსთვის კარგი სცენარი, მხოლოდ ფართო გაგებით მიღებული შეთანხმება იქნება. როდესაც საქმე შეთანხმებას ეხება ყველამ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები" - ამბობს ჰარცელი.
ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების ორივე რაუნდს ესწრებოდა. ოპოზიცია ახლა მესამე რაუნდის მოლოდინშია, თუმცა "ქართული ოცნება" დუმს.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რაზეც ქართული ოცნება არ თანხმდება.
ოპოზიციის მოთხოვნებია ასევე ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების - გიორგი რურუას, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება.
დიპლომატებთან ბოლო შეხვედრის დროს, ერთიანმა ოპოზიციამ უკვე წერილობითი დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ოფიციალურადაა გაწერილი რას სთავაზობს და რას ითხოვს ქართული ოცნებისაგან. დოკუმენტის დეტალები ცნობილი არ არის.