მოლაპარაკებების მესამე რაუნდი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, მედიაში გავრცელებული ცნობით, ხვალ გაიმართება. შეხვედრა ისევ ელჩების შუამავლობით შედგება.
ოპოზიციამ ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნები წერილობითი, ოფიციალური სახით უკვე გადასცა, რომლის საპასუხო, "ოცნების" პოზიცია, ასევე სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა.
იქამდე კი შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი ხელახალ არჩევნებს, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ადმინისტრაციის გადადგომასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.