
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ზურა ჯაფარიძის შეთავაზება ყოფილი თანაგუნდელებისთვის "გირჩის" გაყოფასთან დაკავშირებით, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ პასუხი არ მიუღია, ეს უარად ჩათვალა და ახლა სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
"მთავარი აქცენტების" ეთერში, ჯაფარიძე ამბობს, რომ "ააშენებს ცალკე სისტემას", გააგრძელებს იგივე საქმის კეთებას რასაც აქამდე აკეთებდა, და საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურად, დოკუმენტითაც დაამოწმებს ამ ყველაფერს:
ჩემი გადაწყვეტილებაა ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე, ახალ სისტემას ავაშენებ და გავაკეთებ გირჩს. "ბაბლში " თუ არ გამაგდებენ ვიქნები, პრობელმა არ მაქ...ჩემია სახელი გირჩი, ლოგოც ჩემია, ჩემს გარშემო არიან უამრავი ადამიანი, ვაპირებ ზუსტად იგივეს კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი.
ამ წუთში არ მჭირდება არანაირი ფორმალური დოკუმენტი რომ სახელმწიფოსთან შეხება არ მაქ, მაგრამ თუ დამიდგება ეგეთ საკითხი, მაგალითად არჩევნებში მონაწილეობა, ეგეთ ქაღალდს გავაკეთებ ნებსმიერ დროს" ამბობს ჯაფარიძე.
გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს „გირჩის“ რესურსების გადანაწილებასა სთავაზობდა.
კერძოდ, ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებ-გვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. რჩებოდა მათ, ხოლო თავად ჯაფარიძე სახელს და "გირჩის" ფბ გვერდს ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ "გირჩის" გაყოფის შესახებ ინფორმაცია 4 დეკემბერს გავრცელდა. ზურა ჯაფარიძემ დაწერა რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.