
"კომიტეტებზე ერთობი მაგრად, მაგრამ მაგის გულისთვის შეხვიდე, რომ გიჟურ კანონპროექტებზე იცინო, ეგ ხომ არ არის სერიოზული" - ზურა ჯაფარიძე პარლამენტში შესვლის აზრს ვერ ხედავს და ამბობს, რომ რეალურად ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში არანაირი ბერკეტი არ აქვს და უმრავლესობის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენს.
"არანაირი ქმედითი ბერკეტი არ გაქვს რომ რამე გავლენა მოახდინო გარდა იმისა, რომ გაქ ტრიბუნა, საიდანც შეგიძლია იყვირო რამდენიც გინდა, მაგრამ იყვირე რამდენიც გინდა. მათ აქვთ უმრავლესობა, გააქვთ რაც უნდათ" - ამბობს ჯაფარიძე "მთავარ აქცენტებში" საუბრისას
შეგახსენებთ, "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ერთ ერთია იმ ოპოზიცურ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
შეგახსენეთ იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებს მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართება.