IPSOS–ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხალხი ხელისუფლებას არ ენდობა – ასეთია პოლიტიკური შეფასებები "მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია IPSOS-ის ჩატარებული პოსტსაარჩევნო კვლევის შესახებ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ IPSOS–ის კვლევით კიდევ ერთხელ დასტურდება არჩევნების გაყალბება და ხელახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა.
- "ის, რომ არჩევნები გაყალბდა კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანების გამოკითხვის შედეგად", –ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი
- "ამ კვლევამ დაადასტურა და აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით და "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა და გადაჯღაბნა ოქმები", – ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირმა ნადირაშვილი
- "ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ემიჯნება "ოცნების" კორუფციულ მმართველობას, თავისუფალი არჩევანი ადამიანებს ოცნებამ მოპარა", – ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე
- "გამოკითხვები ადასტურებს, რომ დღევანდელი პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მას არ გააჩნია ხალხის მხარდაჭერა და შესაბამისად დღის წესრიგში დგას, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები" – ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, გიორგი გუგავა
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა პოსტსაარჩევნო კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგად გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ასევე მხარს უჭერს ოპოზიციის ბოიკოტს და ქართული ოცნების საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
IPSOS-ის პირველი კვლევა არჩევნების შემდეგ - სრული ვერსია იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს დაიწყო.