მოქალაქეების დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზება ქვეყანაში პრობლემად რჩება - ერთერთი პაციენტი, სალომე კვარაცხელია, ამბობს, რომ სასწრაფოს 3 დღე ელოდა; ამის შემდეგ კლინიკაში გადასვლა თავად სცადა, სადაც განუმარტეს, რომ ადგილი მხოლოდ 250 ლარის გადახდის შემთხვევაში გამოიძებნებოდა.
გულის წასვლამდე მივედი, გონებაც დავკარგე რამდენჯერმე. თავიდან სასწრაფო მეუბნებოდა, რომ თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოწურულია, თუმცა ფულთან ერთად ადგილი გამოჩნდა, - ამბობს კვარაცხელია.
ამ ყველაფრის ფონზე, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ ქვეყანაში 445 საწოლია თავისუფალი; აგერეთვე, მისივე თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში სასწრაფოს დაგვიანებაზე მოქალაქეების მხრიდან პრეტენზია არ დაფიქსირებულა.