პატარა კვირტები გამოისახა, მაგრამ ხელშესახები არა - ნათელაშვილი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ

გამოქვეყნდა:

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულებულია. დახურული შეხვედრა დღის 11:00 საათიდან ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობდა. შეხვედრიდან გამოსულმა "ლეიბორისტულმა" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, თქვა, რომ "უკეთესობის ნიშნები საარჩევნო რეფორმის ხაზით გამოიკვეთა"

"პატარა კვირტები გამოისახა, მაგრამ ხელშესახები არა ჯერჯერობით. იმ ორგანოში შესვლა, რომელიც ივანიშვილმა დააკომპლექტა საკუთარი ხელით, გამორიცხული. ეს პარლამენტი არ შედგება - მკვდრადშობილი ორგანოა. ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი ტყავი გადაირჩინოს და პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე წამოვა დათმობებზე. შედეგების მალე მისაღებად დეტალებზე არ ვისაუბრებთ. თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ ახალი არჩევნები გვინდა", - თქვა ნათელაშვილმა. 

ნათელაშვილმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებების მე-4 რაუნდიც ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდი - აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით - დღეს გაიმართა. 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი