არის პრინციპული პუნქტები, რომელზეც ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება - ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ზურა ჯაფარიძე ფასილიტატორების ჩართულობით გამართული 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

"ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული შედეგი არ არის. არის რაღაც პუნქტები, რომელზეც რაღაც შეტანხმება არის. ვერ გეტყვთ პუნქტობრივად რომელზე ვერ შევთანხმდით" - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბ ჯაფარიძემ

კითხვაზე შევა თუ არა ვინმე ოპოზიციიდან პარლამენტში - ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ არ იცის. 

მისისვე თქმით შეხვედრაზე ბევრი პუნქტი იყო გასავლელი, რადგან "ოცნებამ" თავის ვერსია მოიტანა განსახილველად. 

პარლამანეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მას შეთანხმების იმედი და მრავალპარტიული პარლამენტის იმედი კვლავაც აქვს, რადგან განმეორებით არჩევნებს ქართული ოცნება არ განიხილავს, მისივე თქმით. 

ცნობისთვის, ხვალ კიდევ ერთი, რიგით მეოთხე რაუნდი გაიმართება მოლაპარაკებების. შეხვედრის დეტალებზე პოლიტიკოსები ამ დრომდე ღიად არ საუბრობენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი