საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ, პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ახალარჩეული პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე უნდა შეიკრიბოს.
პრეზიდენტმა აღნიშნული განკარგულება დღეს, 8 დეკემბერს გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამ თემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უნდა შედგეს.