რემდესივირი თვის ბოლომდე იქნება ადგილზე - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ რემდესივირი ქვეყანაში თვის ბოლოს შემოვა.

"თვის ბოლომდე იქნება ადგილზე და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ რემდესივირზე ხელმისაწვდომი მკურნალობა. მნიშვნელოვანი პროცედურებია გასავლელი, რომელსაც ჩვენ ვერ დავარღვევთ. შესაბამისად, მივყვებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც ხდება კონტრაქტების გაფორმება და ტრანსპორტირება", - ამბობს ტიკარაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 4 000 დოზა რემდესივირის შეძენას გეგმავს, თუმცა, პრეპარატი აფთიაქებში არ გაიყიდება და ის კლინიკებში, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, მხოლოდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე კოვიდპაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, თქვა, რომ პრეპარატი "რემდესივირი" მას საზღვარგარეთიდან გამოუზავნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი