დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ქვეყანაში ბოლო 2 კვირის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი მცირდება, რაც იმის ინდიკატორია, რომ სტაბილიზაციის ელემენტები გაჩნდა. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
გუშინ, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი ძირითადად იმიათაა განპირობებული, რომ ტესტების რაოდენობა შაბათ-კვირას მცირდება ხოლმე.
"ჩვენ დღეს 4 673 ინფიცირებული გვყავს, აქედან 1 100 გამოვლენილია PCR ტესტით, 3 573 ანტიგენის ტესტით. ქვეყანაში გასულ 24 საათში ჩატარებულია 16 646 ტესტი საერთოდ, აქედან 11 400 ანტიგენით და 5 246 PCR ტესტი. დადებითობით მაჩვენებელი მთლიანად გვაქვს 10%. ოდნავ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება, 32-31% გვქონდა, ბოლო 2 დღეა გვაქვს 28%, ანუ დინამიკა დადებითობის პროცენტისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია სტაბილიზაციის ელემენტები ამ პიკში უკვე გამოჩნდა. ზოგაადად, დღეს გამოჯანმრთელდა 4 000-მდე ადამიანი, გამოჯანმრთელების პროცენტი 83-ია, რაც კარგია", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 893 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 123 მძიმე პაციენტია, მათგან 425 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.