1000 ჟანგბადის კონცენტრატორი გვაქვს ქვეყანაშია, ამბობს ჯანდაცვის მინისტრი და აქვე ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ეს კონცენტრატები საჭიროებისამებრ, რეგიონებსა და კოვიდსასტუმროები დარიგდება.
"გუშინ დასრულდა მთავარი ნაკადის ჩამოსვლა, იმ შესყიდვებისა რომელიც მსოფლიოს ბანკის პროექტის ფარგლებში სამინისტრომ შეიძინა და ამ ეტაპისთვის 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი გვაქვს ქვეყანაში, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ - [300 bipap high flow, 50 high flow და 500 bipap- ი]. ყველა კლინიკაში და სასტუმროში, რეგიონებში, საჭიროემისამებრ დარიგდება და ეს, დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე" - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, გასული თვის ბოლოს, ეკატარეინე ტიკარაძე ამბობდა, რომ სახელმწიფომ კოვიდსასტუმროებისთვის დამატებით 100 ჟანგბადის კონცენტრატორი იყიდა, კიდევ 900-ს კი პირველი დეკემბრისთვის ელოდებოდნენ.
დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე კი მინისტრმა თქვა, რომ სერვისის მიწოდება უწყვეტია, სოც.ქსელებში სიმშვიდე საფუძველია სტაბილურად გავაგრძელოთ გაუმჯობესება.