900-ს კონცენტრატირს ველოდებით და სასტუმროებში პაციენტების უკეთ მართვას შევძლებთ - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფომ კოვიდსასტუმროებისთვის დამატებით 100 ჟანგბადის კონცენტრატორი იყიდა, კიდევ 900-ს კი პირველი დეკემბრისთვის ელოდებიან. ამ თემაზე მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა. 

"სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ შევიძინეთ დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები. გუშინ მოხდა 100 ჟანგბადის კონცენტრატორის დარიგება საქართველოს მასშტაბით, პირველი დეკემბრისთვის ჩვენ ველოდებით დამატებით 900 კონცენტრატორს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სასტუმროების ბაზაზე პაციენტების მეტად უკეთესად მართვა შევძლოთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 ნოემბერს მთავრობის ახალი შეზღუდვები გახდა ცნობილი.

 ნახეთ შეზღუდვების სია სრულად:

28 ნომებრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება - ნახეთ სია სრულად 

შეზღუდვებთან ერთად, მთავრობამ ის გეგმა გააჟღერა, რომლითაც სოციალური დახმარებები გაიცემა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი