რაღაცები მომწონს და მინდა, რომ დამეხმაროს "ენმ" შედეგის მიღებაში - მეგრელიშვილი

გამოქვეყნდა:

მეოთხე რაუნდის მოლაპარაკებების წინ "გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, თქვა, რომ პარტიის შესვლა/არშესვლა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

"მე ჟურნალისტს ვუთხარი, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ-მეთქი პარლამენტში. თუ დავარწმუნე "ნაციონალური მოძრაობა" რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, შევალ. რაღაცები მომწონს და მინდა დამეხმაროს "ნაციონალური მოძრაობა" იმ შედეგის მიღებაში, რომელიც მინდოდა", - ამბობს მეგრელიშვილი.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მეგრელიშვილმა კიდევ ერთ ინტერვიუში თქვა, რომ პარალმენტი ნიშნავს, რომ იქ არის ენმ, თუ ოპოზიცია იქ არაა, მაშინ იქ "გირჩის" ადგილიც არაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი