"მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება საბოლოოდ უარს იტყვის ოპოზიციის სამი მოთხოვნიდან ორის შესრულებაზე, პოზიციები არათუ ვერ დაახლოვდება, მოლაპარაკებებიც აზრს დაკარგავს.
მისივე თქმით, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ წავა ხალხის, ამომრჩევლის, მათი ნების წინააღმდეგ.
პარლამენტში შევლთ თუ არ შევალთ, ესეც ხალხის, ამორჩეცვლის გადასაწყვეტია, დღეს მათი დაკვეთა მიღებულია და ვასრულებთ. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ წავა ხალხს ნების წინაღმდეგ, მათ წინააღმდეგ, ვინც პანდემიის მიუხედავად, 31 ოქტომბერს მივიდა, რიგში ჩადგა და აგვირჩია, რათა ხელისუფლება შეეცვალა. მე არ მინდა წინასწარ ლაპარაკი, ამიტომ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიოებს ჯერ ვერ დავადანაშაულებ.
კობა ნაყოფიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის გაგზავნილი დოკუმენტის დროს არსებული ოპოზიციის ერთიანობა ამ დრომდე შენარჩუნებულია და იმედი აქვს, რომ შენარჩუნდება კიდეც.