გაყალბების უამრავი მეთოდი გვახსოვს, მაგრამ ასე თავხედურად არჩევნების გადაწერა არა - ბაჩუკი ქარდავა

გამოქვეყნდა:

ედპ-ს თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ამ სამი დღის განმავლობაში გააკეთოს და ამას აუცილებლად შეეცდება, ისაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები იყიდოს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ეს არ გამოუვა. 

მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ გამოუვა, რადგან ერთობა იმდენად ცალსახაა, არა მგონია, ოლიგარქს რამე გამოუვიდეს. ოპოზიცია არის იქ, სადაც არის ამომრჩევლის 52%, თან ეს ის ციფრებია, რაც ივანიშვილის დავალებით დაისვა, სინამდვილეში კი უფრო მეტია. ამ ქვეყანაში გაყალბების უამრავი მეთოდი გვახსოვს, მაგრამ ჯერ არასდროს ყოფილა, რომ ვინმეს გადაეწერა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არჩევნების შედეგები. 

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ოპოზიცია არ მისცემს საშუალებას ბიძინა ივანიშვილს, გადაიფორმოს ეს ქვეყანა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი