31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ირინა სარიშვილმა განაცხადა, რომ რახან ისე მოხდა, რომ არჩევნების გაყალბება დავუშვით, ახლა ყველაზე მთავარი ოპოზიციის ერთიანობაა.
ირინა სარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მდიდარი პოლიტიკური გამოცდილებიდან საქართველოში არ ახსოვს პერიოდი, როცა ოპოზიცია ასეთი ერთიანი იყო.
თუმცას, ირინა სარიშვილმა ისიც დაამატა, რომ ვინც შევა პარლამენტში, ისტორიაში შევა, როგორც ბიძინა ივანიშვილის კრიზისიდან გამომყვანი, "ბიძინა ივანიშვილის ჭანჭიკი"
საზოგადოება დღეს ეხმარება ოპოზიციას, მათ ადგილას მე მადლობას გადავუხდიდი ხალხს. როცა გვერდით შენიანი გიკიჟინებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს შენც გეხმარება, რომ ის ნაბიჯი არ გადადგა, დარჩე ღირსეულ ადამიანად და ღირსეულ პოლიტიკოსად, ამიტომ, დიდი მდლობა ოპოზიციასაც და დიდი მადლობა საზოგადოებასაც, - ამბობს ირინა სარიშვილი.
ირინა სარიშვილმა მეორე ლოქდაუნთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირბადის გაკეთებით ის თავის თავს იცავს და გაიკეთებს თუ არა, ეს მისი საქმეა და არა ხელისუფლების. მან ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ხალხის უარყოფითი რეაქცია გასაგებია, რადგან ხალხს წინადღეს უთხრეს, რომ მომავალ დღეს იკეტებოდნენ.